სიახლეები

ბერიძე საპოვნელაში ითამაშებს

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ბერიძე გამოკვეთილი ინდივიდუალისტია და თამაშის ისეთი მანერა აქვს, რომ გულშემატკივართა საკმაოდ დიდ ნაწილში მოწონებას იმსახურებს. ბერიძემ ჩემპიონატი გორის დილას რიგებში დაიწყო და პირველი წრე იქ გაატარა, ზამთრის შესვენების შემდეგ ზესტაფონს მიაშურა, მაგრამ მარგველთა ჩემპიონატიტან მოხსნის შემდეგ უგუნდოდ დარჩა, ახლა კი უმაღლესი ლიგაში ახლად დაბრუნებულ თერჯოლის საპოვნელაში გადავიდა. ცოტა ხნის წინ ბერიძეს ჰქონდა ვარიანტი, კარიერა საფრანგეთში გაეგრძელებინა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ გამოვიდა.  

როგორც თერჯოლელები აცხადებენ, ისინი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლით არ დაკმაყოფილდებიან და სულ მცირე, ცხრილის ზედა ნაწილში უნდა დაიდონ ბინა. ამისათვის კი შემადგენლობის საკმაოდ გაძლიერება დასჭირდებათ. ამ მხრივ ბერიძის გადაბირება ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია.

პაატა ძნელაძე