სიახლეები

გენტი - ჯიმი ტაბიძის შანსი

გაუზიარე

საბურთალოს მცველი ჯიმი ტაბიძე, შესაძლოა, ბელგიურ გენტში გადავიდეს. სავარაუდოდ, თავიდან გასინჯვა იქნება. 1996 წელს დაბადებულ ტაბიძეს შეუძლია როგორც მარცხენა ცენტრალურ მცველად, ასევე მარცხენა განაპირა მცველად თამაში. ჯიმი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია. 

19-წლამდელთა ელიტრაუნდის ჯგუფური მატჩები თბილისში ჩატარდა და გენტის წარმომადგენლებმა სწორედ მაშინ დაადგეს თვალი ტაბიძეს. გენტელები ქართველი საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ჯაკობიამ ჩამოიყვანა თბილისში. ჯაკობიას, რომელიც ბელგიაში თამაშობდა, ბენილუქსის კლუბებში საკმაოდ ფართო კონტაქტები აქვს.

ჯაკობიას კავშირებით, 18 წლის გიორგი ბერიძე ფრანგულ ლილში გადავიდა - უფრო სწორედ, ლილის მეორე გუნდში ითამაშებს. დიდი ალბათობით, ფოთის კოლხეთის ნახევარმცველი ლევან შენგელიაც რომელიმე უცხოურ გუნდში გადავა. 

გენტზე კიდევ ის ვთქვათ, რომ კლუბი წლეულს ბელგიის ჩემპიონი გახდა და სავარაუდოდ, ამბიციები არც მომავალ სეზონში დააკლდება. 

ილია ნანობაშვილი