სიახლეები

ნიკა გელაშვილი კვიპროსულ პაფოსში

გაუზიარე

ნიკა გელაშვილი კვიპროსულ პაფოსში გადავიდა. 29 წლის ქართველი ფორვარდი გასულ სეზონში ალბანურ ფლამურტარიში გახლდათ, თუმცა ბევრი თამაში ვერ მოასწრო: მძიმე ტრავმა მიიღო და მკურნალობდა. 

გელაშვილმა უკვე გააფორმა კონტრაქტი კლუბთან, რომელიც გასულ სეზონში ქვედა ლიგაში იყო და უმაღლესში თამაშს აგვისტოდან დაიწყებს. პაფოსში გელაშვილთან ერთად ორი ქართველიც იქნება: როინ კვასხვაძე და ლევან ხმალაძე. ისინი გასულ სეზონში ოთელოსში იყვნენ, ეს კლუბი კი უმაღლესში ბოლო ადგილზე გავიდა და გავარდა.

გელაშვილმა ფლამურტარიში 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ნოემბრის შუა რიცხვებში, საქართველო-პოლონეთის მატჩის წინ (0:4) მიიღო ტრავმა. შეხსენებისთვის, გელაშვილი თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას ხშირად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში, მიმდინარე შესარჩევი ციკლის საწყის შეხვედრებში კი მუდმივად სასტარტოში იყო და ერთი გოლი გაიტანა გიბრალტართან. 

გელაშვილმა საუკეთესო სეზონები ზესტაფონში გაატარა, სადაც ჯაბა დვალთან ერთად კარგ დუეტს ქმნიდა.  

ილია ნანობაშვილი