სიახლეები

ფოფხაძე იაგელონიიდან წამოვიდა

გაუზიარე

როგორც პოლონური იაგელონიას წარმომადგენლებმა განაცხადეს, გუნდს დატივებს ქართველი ლეგიონერი გიორგი ფოფხაძე, რომელსაც კონტრაქტი ივნისამდე ჰქონდა. იაგელონიამ სეზონი საბოლოოდ მე-3 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა, ფოფხაძე კი ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და ერთ-ერთ ლიდერადაც მოიაზრებოდა. აქედან გამომდინარე, ნამდვილად გასაკვირია, თუ რატომ არ ისურვა იაგელონიამ მასთან კონტრაქტის გაგრძელება.

პირველ წრეში ფოფხაძე ბოლნისის სიონში თამაშობდა. შემდეგ მინსკის დინამოში გადასვლის ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ იაგელონიას ვარიანტი ამჯობინა. ახლა კი უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი მცველი. გამორიცხული არც ის არის, რომ ფოფხაძე საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდეს.     

პაატა ძნელაძე