სიახლეები

კოკა-კოლას თასი დაიწყო

გაუზიარე

კოკა-კოლას თასი დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია „კოკა კოლას“ ერთობლივი ორგანიზებით, ყოველწლიური ტრადიციული ტურნირი, „კოკა კოლას“ თასის გათამაშება დაიწყო. წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია, კიდევ ერთი სიახლე კი ის არის, რომ წელს პრიველად ტურნირში მონაწილეობას გოგონებიც მიიღებენ. 

ტურნირში მონაწილეობას საერთო ჯამში 1155 გუნდი მიიღებს. 
ბიჭების გუნდები - 935 სკოლა, 9350 ბიჭი

გოგონების გუნდები - 220 სკოლა, 2200 გოგონა

ანუწლევანდელ ტურნირში მონაწილეობას 11550 ბავშვი მიიღებს.

ტურნირის სისტემის მიხედვით, ტარდება შესარჩევი ეტაპი (მონაწილეობს ყველა დაინტერესებული სკოლა), რეგიონალური ეტაპი (რაიონის ჩემპიონები მონაწილეობენ რეგიონალურ ეტაპზე ავლენენ გამარჯვებულებს, რომლებიც გადიან დასკვნით ეტაპზე) და დასკვნითი ეტაპი (მონაწილეობს რეგიონის ჩემპიონი 16 სკოლა).

მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე  15 მაისს გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, შემდეგ კი ორი მატჩი ჩატარდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. გამარჯვებულმა ორმა გუნდმა ქობულეთის საგზური მოიპოვა, მოგვიანებით კი მათ 8 გუნდი შეუერთდება და ფინალურ ტურნირს სწორედ ქალაქი ქობულეთი უმასპინძლებს.

პროექტის მთავარი მიზანია, მასში მაქსიმალურად ბევრი მოსწავლე იყოს ჩართული, დაინერგოს და პოპულარიზაცია გაეწიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს და გვყავდეს ჯანსაღი, სპორტით დაკავებული თაობა. ფეხბურთის საშუალებით დავნერგოთ ბავშვებში ურთიერთპატივისცემის, თანასწორუფლებიანობის, სამართლიანობისა და მეგობრობის პრინციპები. ფეხბურთი, სწორედ, იმითაა უნიკალური, რომ ამ თამაშს დედამიწის ყველა წერტილში თამაშობენ - განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიური თუ სხვა შეხედულების, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა.

ტურნირის მიზანია ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა; დაინტერესებული პირების - მშობლების, მასწავლებლების, მწვრთნელების უშუალო მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში და რა თქმა უნდა, სპონსორების დაინტერესება, რაც პროექტს ერთიორად საინტერესოს და ფართომასშტაბიანს გახდის.

ამ ტურნირის ისტორია 2006 წლიდან იწყება და მასსკოლბურთისსახელით იცნობდნენ. 2007 წლიდან, ტურნირი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში 10-დან 14 წლამდე მოზარდები მონაწილეობენ.

ოთო მუმლაძე