სიახლეები

ბრძოლა პირველი და მესამე ადგილებისთვის

გაუზიარე
ირლანდია 1:1 შოტლანდია

1:0 უოლტერსი (38), 1:1 ო’ში (47 საკ. კარში)

ირლანდია: გივენი, ო’ში, კოულმენი, უილსონი, ველანი (მაკლინი 68), ჰულაჰანი (კინი 73), მაკარტი, ჰენდრიკი, უოლტერსი, მერფი (ლონგი 80), ბრეიდი

მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი

შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, მულგროუ, ფორსიტი, მარტინი, მელონი, ბრაუნი (მაკარტური 85), მორისონი, რიტჩი (ანია 46), ფლეტჩერი, ნეისმიტი (ბერა 90+2)

მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

გაფრთხილება: ველანი, მაკარტი, მაკლინი; ნეისმიტი


გიბრალტარი 0:7 გერმანია


0:1 შიურლე (28), 0:2 კრუზე (47), 0:3 გიუნდოგანი (51), 0:4 ბალარბი (57), 0:5, 0:6 შიურლე (65, 71), 0:7 კრუზე (81)

მე-10 წუთზე შვაინშტაიგერმა ვერ გაიტანა პენალტყ

გიბრალტარი: პერესი, ჯოზეფ ჩიპოლინა, როი ჩიპოლინა, რაიან კაშიარო, გარსია, გოსლინგი, უოლკერი, კეილ კაშიარო (ბოსიო 78), პაიასი (სერჯენტი 82), პრისტლი (კუმბესი 61), ლი კაშიარო

მწვრთნელი: დევიდ უილსონი

გერმანია: ვაიდენფელერი, ბოატენგი, ჰექტორი, შვაინშტაიგერი, იოზილი, რუდი, გიუნდოგანი (ხედირა 67), ბალარბი, გიოტცე (კრუზე 36), შიურლე, ჰერმანი (პოდოლსკი 56)

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

მსაჯი: კლეიტონ პისანი (მალტა)

გაფრთხილება: ჯოზეფ ჩიპოლინა, ლი კაშიარო


პოლონეთი 4:0 საქართველო

1:0 მილიკი (62), 2:0, 3:0, 4:0 ლევანდოვსკი (89, 90+2, 90+3)

პოლონეთი: ფაბიანსკი, პაზდანი (კომოროვსკი 90), პიშჩეკი, შუკალა, გროსიცკი (იოდლოვეცი 80), რიბუსი, პრეშკო (ბლაშჩიკოვსკი 64), მაჩინსკი, კრიხოვიაკი, ლევანდოვსკი, მილიკი

მწვრთნელი: ადამ ნავალკა

საქართველო: ლორია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კაშია, ლობჟანიძე, ლაშა დვალი, კობახიძე (ცხადაძე 76), ანანიძე, ოქრიაშვილი (დაუშვილი 46), ვაწაძე (გიორგი ჭანტურია 63), ყაზაიშვილი

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

მსაჯი: ალეკსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც თამაშობს, პირველობისთვის მთავარი ბრძოლა პოლონეთისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორისაა გაჩაღებული. როგორც უკვე იცით, პოლონელებმა “ჯვაროსნები” დიდი ანგარიშით დაამარცხეს და სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. 

მეორეადგილოსანი გერმანიის ნაკრები ჯგუფის ლიდერს მხოლოდ ქულით ჩამორჩება. იოჰიმ ლიოვის გუნდს გიბრალტარის ნაკრებთან გასვლითი მატჩი ჰქონდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბუნდესნაკრებმა სუსტი მეტოქე დაჩაგრა და გაანადგურა. 

მასპინძელთა რბევა 28-ე წუთზე ანდრე შიურლემ დაიწყო, რომელმაც მცველის შეცდომით ისარგებლა და ბურთი კარის ბადეში გაახვია. მსოფლიო ჩემპიონებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი იკმარეს და შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ. 

მეორე ნახევარში ალემანები კიდევ უფრო ლაღად ათამაშდნენ და გოლებიც მრავლად გაიტანეს. 47-ე და 51-ე წუთებზე, მაქს კრუზემ გაიბრწყინა, რომელმაც ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი, ილკაი გუნდოგანს გაატანინა. სტუმრებმა მასპინძლები თავიანთ საჯარიმოსთან მიაჯაჭვეს უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს. 

57-ე წუთზე, კარიმ ბელარაბიმ გერმანელთა უპირატესობა ოთხბურთიანი გახადა. მეორე ტაიმში შიურლემაც ივარგა და ჰეთ თრიქის ავტორი გახდა. გიბრალტარის განადგურებას წერტილი კრუზემ დაუსვა– გერმანელთა ფორვარდმა შურლეს პასის შემდეგ ერთი შეხებით დაარტყა და ტაბლოზე 0:7 დააფიქსირა.

ამავე ჯგუფში, მესამე ადგილის დაკავებისთვის შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრებები იბრძვიან. უშუალო კონკურენტები ერთმანეთს დუბლინში დაუპირისპირდნენ. შოტლანდიელებმა და ირლანდიელებმა, შეუპოვარ ბრძოლაში, გოლებთან ერთად ქულებიც გაცვალეს. პირველი ტაიმის მიწურულს, შოტლანდიელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ვითარებაში ყველაზე უკეთ კი, ჯონათან უოლტერსი გაერკვა და ირლანდიის ნაკრები წინ გაიყვანა. 

მასპინძლებმა უპირატესობა დიდ ხანს ვერ შეინარჩუნეს. მეორე ტაიმის დებიუტში, სტივენ ფლეტჩერის დარტყმულ ბურთს მიმართულება ვეტერანმა ჯონ ო’შიმ შეუცვალა და ბურთი თავის კარში ჩაჭრა. მატჩის დარჩენილ დროში, საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:1.

1. პოლონეთი   6 4 2 0 20:3 14
2. გერმანია         6 4 1 1 16:4 13
3. შოტლანდია 6 3 2 1 12:6 11
4. ირლანდია         6 2 3 1 12:5 9
5. საქართველო 6 1 0 5 4:13 3
6. გიბრალტარი 6 0 0 6 1:34 0

ირაკლი ჯაფარიძე