სიახლეები

ცხადაძეს ბოლო წუთების გახსენება არ უნდა

გაუზიარე

გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, პოლონეთის ნაკრების თავკაცმა ადამ ნვალკამ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მძიმე გამარჯვება მოიპოვა.

„ეს რთული სამი ქულა იყო. მატჩის უდიდესი ნაწილის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია. მართალია, აქაც და თბილისშიც 4:0 მოვიგეთ, მაგრამ ვარშავაში სულ სხვა თამაში იყო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი, რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკია“, - განაცხადა ნავალკამ.

კახა ცხადაძემ კი თქვა, რომ მისმა ფეხბურთელებმა მატჩის დასკვნითი ნაწილი პირწმინდად ჩააგდეს:

„ფეხბურთი 90 წუთს გრძელდება, ჩვენ კი 87 წუთის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, რის შემდეგაც სამი ბურთი გავუშვით. ბოლო წუთების გახსენება არც მინდა, ეს სრული კატასტროფა იყო“.

ლევან ჯანეზაშვილი