სიახლეები

შვეიცარიელები 1/8–ში ჩინეთს შეხვდებიან

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

ევრო 2017–ის შესარჩევ ჯგუფში, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქეები შვეიცარლები, კანადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდან ფაქტიურად გასულები არიან. C  ჯგუფში, რომელსაც ერთპიროვნულად მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იაპონია ლიდერობს, შვეიცარლებს მართალია, მხოლოდ ერთი მატჩი აქვთ მოგებული ეკვადორთან, მაგრამ მესამე ადგილზე მყოფ კამერუნის ნაკრებს, ამ ეტაპზე გატანილი გოლების ბალანსით ჯობნიან. შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი თამაში იაპონიასთან მინიმალური ანგარიშით 0:1 წააგო. ხოლო მეორე მატჩში ეკვადორი 10:1 გაანადგურა. ამ შეხვედრაში ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან თავი ფაბიენ იუმმა (№16) და რამონა ბახმანმა (10) გამოიჩინეს – მათ ანგარიშზე 3–3 გოლია.

ჩვენთვის საინტერესო C ჯგუფში სწორედ,  დღეს  გაიმართება ორი შეხვედრა. იაპონელები ეკვადორს დაუპირისპირდებიან . შვეიცარლები და კამერუნელები კი მეორე ადგილოსანის გარკვევას შეეცდებიან.  ეს მატჩი თბილისის დროით დღეს, გვიან ღამით 00:30 წუთიდან დაიწყება. ქართველო გოგონების მომავალ მეტოქეს ფრეც აძლევთ ხელს. ასე, რომ მათთვის სასურველი ანგარიშის შემთხვევაში შვეიცარიელები 1/8 ფინალში, 20 ივნისს ჩინეთს დაუპირისპირდებიან.

ჩინელებმა კი ბრაზილიის, კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის ეროვნულმა ნაკრებებთან ერთად, უკვე მოიპოვეს ოკეანის გადაღმა მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება. კანადის 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფებში ბოლო შეხვედრები დღეს გამთენიისას დაიწყო. ყველაზე გვიან, მომდევნო ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა კი 17 ივნისს, მას შემდეგ გაირკვევა, რაც E  და F ჯგუფებში დასრულდება შეხვედერები.

შეგახსენებთ, რომ ფიფა-ს გადაწყვეტილებით, კანადის 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რიცხვი ოცდაოთხამდე  არის გაზრდილი.  1/8 ფინალში 6 ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხიც, საუკეთესო მესამე ადგილზე გასული გუნდი გადის.

სფფ–ს პრესსამსახური