სიახლეები

ჰუფნაგელი ფრაიბურგში: ავანსები და პერსპექტივა

გაუზიარე

როგორც უკვე ვწერდით, ლუკას ჰუფნაგელი გერმანიის მეორებუნდესლიგელ ფრაიბურგში გადავიდა. 21 წლის ნახევარმცველი გუშინ წარადგინეს კლუბში და მასზე სპორტულმა დირექტორმა კლემენს ჰარტენბახმა ისაუბრა:

“ჰუფნაგელი პროგრესირებადი ფეხბურთელია. ის მესამე ბუნდესლიგის უნტერჰახინგში თამაშობდა, სადაც თავი გამოიჩინა და დღეს უკვე ჩვენი ფეხბურთელია. ჰუფნაგელს შეუძლია თამაში ნახევარდაცვის ცენტრშიც და ფლანგზეც” – ჰარტენბახის სიტყვებს ფრაიბურგის საიტი აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, ჰუფნაგელი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში გამოდიოდა, ასაკის მიხედვით კი ამ ეტაპზე 21-წლამდელებშიც შეუძლია თამაში. შეგახსენებთ, დედით ქართველ ჰუფნაგელს ორმაგი მოქალაქეობა აქვს _ გერმანიისა და საქართველოსი. 

ილია ნანობაშვილი