სიახლეები

ხოჭოლავა ამკარს შეკრებაზე მიჰყვება

გაუზიარე

პერმის ამკარს 22 წლის მცველი დავით ხოჭოლავა შეუერთდა და გუნდის პოტენციური ახალწვეული გახლავთ. ამკარში კიდევ ცხრა ახალი ფეხბურთელია გასინჯვაზე. როგორც იცით, პერმის გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში გამოდის. ფეხბურთელი ამკარს ქობულეთის შუქურას პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ დააახლოვა, დანარჩენი კი უცხოური შეკრების შემდეგ გაირკვევა: ხოჭოლავა 19 ივნისიდან 2 ივლისამდე ამკართან ერთად თურქეთში გაივლის შეკრებას. 

როგორც იცით, ხოჭოლავამ გასული სეზონი შუქურაში გაატარა და 25 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. ის გახლდათ საბურთალოში. თბილისის დინამოში, რუსთავის მეტალურგსა და ფოთის კოლხეთშიც. 

ხოჭოლავა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში გამოდიოდა და თავიდან სულაც თავდამსხმელი იყო, მერე კი დაცვის ცენტრში დაწიეს. 

ილია ნანობაშვილი