სიახლეები

მამალაძე კვლავ ზუგდიდშია

გაუზიარე

მომავალი სეზონისთვის ზუგდიდში სერიოზული ცვლილებებია. გუნდი თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა და ამ ეტაპზე ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები ირიცხებიან, სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა გამოცდილი კიპერი ზურაბ მამალაძე.

33 წლის მეკარე, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მარტვილის მერანში ირიცხებოდა და გუნდის კაპიტანი იყო. მანამდე კი თბილისის დინამოში თამაშობდა და 2004 წელს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა. აქვე გეტყვით, რომ მარტვილის მერანში ჩაიშალა ვიტ ჯორჯიას კაპიტნის გიორგი გეთიაშვილის გადასვლაც და ეს მერანში არსებული ფინანსური გაურკვევლობითაა გამოწვეული. სავარაუდოდ, გეთიაშვილი კარიერას სამტრედიაში გააგრძელებს.

პაატა ძნელაძე