სიახლეები

8 გოლი ყაზახთა კარში - 17-წლამდელები „პრეზიდენტის თასიდან“ მესამე ადგილით ბრუნდებიან

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ყაზახეთის „პრეზიდენტის თასზე“ მესამე ადგილი დაიკავა. ჩვენმა ნაკრებმა ყაზახეთის 17-წლამდე ნაკრები მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ხმაურიანი ანგარიშით - 8:1 დაამარცხა. რა თქმა უნდა, ამ გადასახედიდან უფრო სამწუხაროა, რომ ფინალში ერთი ყვითელი ბარათის გამო ვერ მოვხვდით...

ყაზახთა რბევა ლევან ბარაბაძემ, უკვე მე-2 წუთზე გატანილი გოლით დაიწყო. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ყოველ 10-15 წუთში, ყაზახთა მეკარეს ბურთი საკუთარი კარიდან გამოჰქონდა. ბარაბაძემ დუბლი, ქავთარაძემ კი, ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამასთან, 68-ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძემ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

„სწრაფი გოლი გავუშვით და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის გადაწყობა ვცადეთ, ეს არ გამოგვივიდა. დღეს, საქართველოს ნაკრები აშკარად ჩვენზე ძლიერი იყო“ - განაცხადა მატჩის შემდეგ ყაზახთა მთავარმა მწვრთნელმა - კარლეს მარტორელიმ.

ძალზე გულდაწყვეტილი იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

გოჩა ავსაჯანიშვილი: „ჩვენ ფინალში სათამაშოდ ვიყავით მზად, თუმცა, ერთმა „ყვითელმა“ მესამე ადგილზე გადაგვისროლა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და მიჭირს ამ ყველაფრის გაგება. აგვისტოში ტურნირი გვაქვს პოლონეთში, სადაც ასევე კარგ გუნდებს შევხვდებით და დავინახავთ, რეალურად რა შეუძლიათ ჩვენს ბიჭებს. ახლა, ამ ტურნირზე ერთი ცენტრალური ნახევარმცველი გვაკლდა ტრავმის გამო. ამ გუნდთან უკვე სამი წელია ვმუშაობთ და ვფიქრობ, ოქტომბრის ევროშესარჩევისთვის მზად ვიქნებით.“

 

26.06.2015, „ასტანა არენა“

საქართველოU17 vs ყაზახეთიU178:1 (5:0)

საქართველოU17: კერესელიძე, ვირუბოვი (კიკალიშვილი 41), ასათიანი, კასრელიშვილი, ხარაბაძე (ნიკოლეიშვილი 41), ბარაბაძე, ნინუა (ქიმერიძე 41), კოპლატაძე, ლურსმანაშვილი (სპანდერაშვილი 41), ჩაკვეტაძე, ქავთარაძე (ოზბეთელაშვილი 33)

მთ.მწვრთნელი - გოჩა ავსაჯანიშვილი

ყაზახეთიU17: სეისენი, ამანჟოლი, ბორტაი, ტურსინბაი, კუსიაპოვი, ორალი (ირგებაევი 41), ტალასბაევი, ჟაკიკბაევი, კანი (პაირუზი 41), ჟაკსილიკი (ხანი 56), აიმანოვი (კუდაიბერდინოვი 41)

მთ.მწვრთნელი - კარლეს მარტორელი

გოლები: ბარაბაძე (3, 32), ქავთარაძე (5, 10, 25), ჩაკვეტაძე (51), კოპლატაძე (69), ოზბეთელაშვილი (77), ჟაკიკბაევი (80)

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი - ჩაკვეტაძე (68)

 

სფფ-ის პრესსამსახური