სიახლეები

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს, დილის 9 საათიდან, biletebi.ge-ზე დაიწყება

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს, დილის 9 საათიდან, biletebi.ge-ზე დაიწყება. 
ამის შესახებ, მედიასაშუალებებსა და გულშემატკივრებს სფფ-ის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ აცნობა. 
ზვიად სიჭინავა: „მიღწეულია სამმხრივი შეთანხმება უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და biletebi.ge-ს შორის. ჩვენი მოთხოვნა, რომ 24 ათასი ბილეთი გაიყიდოს მხოლოდ ქართველი გულშემატკივრებისთვის, უეფამ დააკმაყოფილა. 

ხვალ, 30 ივნისს, თბილისის დროით 09:00 საათზე, biletebi.ge  დაიწყებს ბილეთების გაყიდვას ქართველი გულშემატკივრებისთვის. ხოლო 1 ივლისს, ევროპული დროით 09:00 საათზე, biletebi.ge  გაყიდის ბილეთებს ევროპელი გულშემატკივრებისთვის.

ჩვენ დავამზადეთ სპეციალური ვიდეორგოლი, სადაც მოცემულია ბილეთების შეძენის ინსტრუქცია ქართულ და ინგლისურ ენებზე და ვიმედოვნებთ, მედიასაშუალებები დაგვეხმარებიან მის გავრცელებაში, რომ გულშემატკივარს მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს და ბილეთების შეძენის პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართოს. 
აქვე გეტყვით, რომ ბილეთების შეძენისას არ იქნება ლატარიის პრინციპი და იქნება რიგითობა. ხვალ, დილის 9 საათზე ყველაფერი განულდება და რიგის ათვლა, სწორედ, ამ დროიდან დაიწყება.“

სფფ-ის პრესსამსახური