სიახლეები

გეთიაშვილი ლოკომოტივის ფეხბურთელია

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი გეთიაშვილი კარიერას უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ თბილისის ლოკომოტივში გააგრძელებს. გეთიაშვილმა წინა სეზონი დედაქალაქურ ვიტ ჯორჯიაში გაატარა და გუნდი მას შემდეგ დატოვა რაც ვეტერინარებმა უძლიერესთა რიგებში ადგილი ვერ შეინარჩუნეს. გეთიაშვილი ბოლო წლები ვიტ ჯოტჯიაში თამაშობდა, გუნდის კაპიტანი და ერთერთი ლიდერი იყო. ბუნებრივია ვიტ ჯორჯიას სურდა კაპიტნის შენარჩუნება, მაგრამ თავად ფეხბურთელმა კარიერის სხვაგან გაგრძელება ამჯობინა.

თავიდან თითქმის გადაწყვეტილი იყო მარტვილი მერანის ვარიანტი, მაგრამ ბოლო მომენტში მარტვილელებს ფინანსური პრობლემები აღმოაჩნდათ და იქ გადასვლა გამოირიცხა, შემდეგ უკვე სამტრედიაზე, გურიაზე და ზუგდიდზე იყო საუბარი, მაგრამ როგორც ხედავთ 25 წლის მცველმა არჩევანი ახალგაზრდულ ლოკომოტივზე გააკეთა.

პაატა ძნელაძე