სიახლეები

ჩიკვილაძე გურიაშია

გაუზიარე

ლანჩხუთის გურიამ ახალი სეზონისთვის მზადება გუშინ დაიწყო. გურულები ახალ ჩემპიონატს სერიოზული ცვლილებებით ხვდებიან. უკვე ვწერდით, რომ გუნდი ჩაიბარა კახა გოგიჩაიშვილმა, რომელიც მანამდე თბილისის დინამოს დამრიგებელი იყო.

გურია დატოვეს მჭედლიშვილმა, თებიძემ და გოგიაშვილმა, რომლებიც სამტრედიაში გადავიდნენ, ინგოროყვამ და ჭეიშვილმა კი შუქურას მიაშურეს. მთლიანობაში, გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია, გურიაში რჩება გუნდის ლიდერი ალეკო კოშკაძე. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ლანჩხუთელთა ღირსებას დაიცავს თბილისის დინამოს ყოფილი მეკარე ნიკა დაუშვილი. გურიას შეემატნენ ფორვარდი შოთა ჯიქია (მან წინა სეზონი ფოთის კოლხეთში გაატარა) და მარტვილის მერანიდან წამოსულები, კიჭი მელიავა და გიორგი ციცხვაია. ლანჩხუთელებს შეურთდა 31 წლის გამოცდილი მცველი თენგიზ ჩიკვილაძე, რომელმაც გურიაში უკვე ივარჯიშა და რომელიც გურიასთვის დიდი ძალა იქნება.

პაატა ძნელაძე