სიახლეები

ჯაბა კანკავა ჰოლანდიაში წავიდა

გაუზიარე

ევროპის ლიგის ფინალისტმა, დნეპროპეტროვსკის დნიპრომ ახალი სეზონისთვის მზადება ორი დღის წინ დაიწყო, გუშინ კი მწვრთნელმა, მირონ მარკვეიჩმა ჰოლანდიურ შეკრებაზე 27 ფეხბურთელი იახლა, მათ შორის, ცხადია, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავა. მარკევიჩის სიაში მეორე ქართველიც გახლავთ, ოღონდ, უკრაინის მოქალაქე, ფორვარდი არჩილ ბოლღაშვილი. 

უკრაინელებს ამ შეკრებაზე რამდენიმე ამხანაგური მატჩების ჩატარება აქვთ დაგეგმილი _ ბელგიურ ბრიუგესთან, ჰოლანდიურ ზვოლესთან და გერმანულ ალემანიასთან. 

შეგახსენებთ, წინა სეზონში დნიპრო უკრაინის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა, ევროპის ლიგაზე კი ფინალამდე გააღწია, სადაც ესპანურ სევილიასთან 3:2 დამაცხდა. 

ლუკა თალაკვაძე