სიახლეები

მოსკოვმა მხსნელად მერაბ ჟორდანიას დაუძახა

გაუზიარე

მოსკოვის დინამოს ფინანსური პრობლემების შესახებ აქამდეც ბევრჯერ თქმულა, ახლა კი შესაძლოა, საქმეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ჩაერთოს და ეს ტრადიციული მოსკოვური კლუბი როგორმე ამოასუნთქოს. ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგები წერენ, რომ მერაბ ჟორდანია მოსკოვში უკვე  ჩავიდა და დინამოს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.  

_ დინამოს ახლა ფინანსურად უჭირს, მე კი მოსკოვში ბევრი მეგობარი მყავს. სწორედ მათ მთხოვეს, რომ ჩემი საფეხბურთო გამოცდილებით დავეხმარო ამ სახელოვან კლუბს და კრიზისიდან ნაწილობრივ მაინც გამოვიყვანო, _ უთქვამს მერაბ ჟორდანიას ჰოლანდიელებისთვის და ისიც დაუმატებია, რომ ვიტესში დაბრუნებაზე ისევ ფიქრობს, ეს ჩემი ოცნებააო.  

ლუკა თალაკვაძე