სიახლეები

სუპერთასის ბილეთები - სამუშაო შეხვედრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს

გაუზიარე

გრძელდება სამუშაო შეხვედრები სფფ-ში და სხვადასხვა უწყებებთან. ჩვენს მიერ უეფაში გაგზავნილი კონცეფცია მოწონებული და დადასტურებულია. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბილეთების სალაროებში გაყიდვის მიმართულებით. მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ გულშემატკივრებს მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში მივაწოდოთ ბილეთები.
ამასთან, სფფ-ის წარმომადგენლები შეხვდებიან biletebi.ge- წარმომადგენლებს და გადმოიბარებენ გაყიდული ბილეთების მონაცემებს(მყიდველებისშესახებინფორმაციასდა..).
არც მიმდინარე კვირაში და არც მომავალი კვირის საწყის დღეებში ბილეთების გაყიდვა არ დაიწყება. 
მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გულშემატკივარს უკვე ექნება სრული, ამომწურავი ინფორმაცია ყველა დეტალზე. გულშემატკივრებს ვთხოვთ, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას. 
შეგახსენებთ, რომ სალაროში გაიყიდება ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი 22 ათასი ბილეთი. 

სფფ-ის პრესსამსახური