სიახლეები

კობახიძის ვოლინი ფინანსურ კრიზისშია

გაუზიარე

წინა სეზონი წარმატებულად ჩაეთვალა უკრაინულ ვოლინს, რომელმაც ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა, არადა, ჩემპიონატის დაწყებამდე ვოლინი გავარდნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა. და ასე კარგად ჩატარებული ჩემპიონატის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ ვოლინი წელს უფრო ამბიციურ მიზნებს დაისახავდა, მაგრამ საქმე ისე შემოტრიალდა, რომ ვოლინი შესაძლოა, საერთოდ მოხსნან ჩემპიონატიდან. ამის მიზეზი ისაა, რომ გუნდში სერიოზული ფინანსური კრიზისია და ფეხბურთელებს უკვე შვიდი თვეა, ხელფასი არ აუღიათ. ვოლინი ახლა შეკრებაზეა, მაგრამ ცხრა ფეხბურთელმა ასეთ მდგომარეობაში მყოფ გუნდში ყოფნაზე უარი განაცხადა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს რამდენიმედღიანი ვადა მისცა მდგომარეობის გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვოლინი პირველ ლიგაში დაქვეითდება. შექმნილი ვითარების თაობაზე კომენტარი გააკეთა მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი კვარციანმა: 

"იმის მაგივრად, ახლა მომავალ შეხვედრებზე ვფიქრობდეთ, ყველანი იმაზე ვართ ორიენტირებულნი, რომ ფინანსური კრიზისი დაიძლიოს და მერწმუნეთ, ამისთვის ბევრი რამ კეთდება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ფედერაციის ხელმძღვანელებს ვურჩევ, ნაუცბადევი გადაწყვეტილება არ მიიღონ, რადგან ეს იქნება დანაშაული ჩვენი გულშემატკივრის წინაშე."

პაატა ძნელაძე