სიახლეები

მოხევიშვილი ალბასეტეშია

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრმა ლადო მოხევიშვილმა ესპანურ ალბასეტესტან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ალბასეტე ამჟამად სეგუნდავიზიონის ბინადარია და არც პრიმერაში თამაშია მისთვის უცხო. ამიტომაც ალბასეტეში გადასვლა ლადოსთვის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. სავარაუდოდ, მოხევიშვილი სეზონის პირველ ნახევარს ალბასეტეს დუბლებში გაატარებს, მეორე წრიდან კი მის დებიუტს უნდა ველოდოთ სეგუნდაში. აქამდე ლადო ლევანტეს 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა. ალბასეტე, პირველ რიგში, იმითაა ცნობილი, რომ ამ გუნდის აღზრდილია ანდრეს ინიესტა, რომელიც თავის ყოფილ კლუბს ამაგს არც ახლა უვიწყებს და ფინანსურადაც საკმაოდ სერიოზულად ეხმარება.

ლადო სისტემატურად თამაშობდა საქართველოს ჯერ 17, შემდეგ კი 19-წლამდელთა ნაკრების ძირითადში. იგი ახლა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც მოიაზრება.

პაატა ძნელაძე