სიახლეები

ჯაბა დვალი საბურთალოში ვარჯიშობს

გაუზიარე

30 წლის ფორვარდი ჯაბა დვალი საბურთალოში ვარჯიშობს, მაგრამ დარჩება თუ არა ამ გუნდში, ჯერ უცნობია. დვალი საქართველოს ჩემპიონატში წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახლდათ, ბოლო თვეებში კი მოლდოვურ დაჩიაში იყო, სადაც თამაში არ უწევდა. ჯაბასა და დაჩიას შორის კონტრაქტი გაწყდა. 

საბურთალოს მწვრთნელ გია ჭიაბრიშვილს ადრეც უმუშავია დვალთან: ეს ზესტაფონში, სადაც ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა და გოლები უხვად გაჰქონდა. 

საბურთალოზე კიდევ იმას ვიტყვით, რომ გუნდი უახლოეს ერთ კვირაში ორ საკონტროლო მატჩს გამართავს: 16 ივლისს “ბენდელაზე” ბოლნისის სიონთან, ხოლო 19 ივლისს საგურამოში თბილისის ლოკომოტივთან. 

ერთიც: გადაწყდა, რომ უეფას ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგაში საბურთალო მთავარი გუნდით ითამაშებს: 1997 წელს დაბადებულებითა და უმცროსებით, თუმცა სამი 1996 წელს დაბადებულის განაცხადში შეყვანაც შეეძლებათ. საბურთალოს მეტოქე 27 აგვისტოს გაირკვევა წილისყრაზე – იმ დღეს, როცა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპების წილისყრა გაიმართება.     

ილია ნანობაშვილი