სიახლეები

გრიგალავა – მეხუთე ქართველი პაფოსში

გაუზიარე

როინ კვასხვაძე, ლევან ხმალაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, ნიკა გელაშვილი და ახლა გია გრიგალავაც – კვიპროსულ პაფოსში ხუთი ქართველი ითამაშებს. გრიგალავა გუშინწინ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა გუნდში, რომელიც პირველი ლიგიდან უმაღლესში დაწინაურდა. ხუთივენი საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას კავშირებით მოხვდნენ პაფოსში. 

პაფოსის საიტი წერს, რომ გრიგალავასთან ყველაფერი შეთანხმებულია, კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ერთწლიანი იქნება. 

გრიგალავასა და მახაჩყალის ანჟის შორის ხელშეკრულება თებერვალში გაწყდა, თუმცა ქართველი ფორმალურად ირიცხებოდა დაღესტნურ კლუბში: არ ათამაშებდნენ. გრიგალავას გასულ სეზონში ამ კლუბში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, ოღონდ, ქეცბაია მუდმივად ათამაშებდა ეროვნულ ნაკრებში. 

ნაკრების ახლანდელმა თავკაცმა კახა ცხადაძემ თქვა, გრიგალავას დიდი იმედი მაქვს, მაგრამ ჯერ კლუბი უნდა მონახოს და ათამაშდესო.   

ილია ნანობაშვილი