სიახლეები

დავით ხოჭოლავა ჩერნომორეცში ჩაირიცხა

გაუზიარე

23 წლის მცველი დავით ხოჭოლავა ოდესის ჩერნომორეცში ჩაირიცხა. ის ჯერ გასინჯვაზე იყო, ერთ-ერთ საკონტროლო შეხვედრაში გოლი გაიტანა და საერთოდაც, კარგი შთაბეჭდილება დატოვა ოდესელთა სამწვრთნელო შტაბზე. ხოჭოლავა 5 ნომრით ითამაშებს. 

დავითმა გასული სეზონი ქობულეთის შუქურაში გაატარა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. გემახსოვრებათ, ეს ფეხბურთელი კარიერას თავდამსხმელად იწყებდა, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში გიორგი ჭანტურიასთან, დავით სხირტლაძესთან და ვაკო ყაზაიშვილთან ერთად ქმნიდა ძლიერ შემტევ ოთხეულს. მერე კი ასეთი ტრანსფორმაცია: ხოჭოლავა ცენტრალური მცველი გახდა. 

ჩერნომორეცს რაც შეეხება, უკრაინის პრემიერლიგაში მე-11 ადგილზე გავიდა, არადა, წლების განმავლობაში ევროტურნირებზე რეგულარულად გადიოდა. 

ილია ნანობაშვილი