სიახლეები

მჯერა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ

გაუზიარე

კახა ცხადაძის ტელეინტერვიუდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან:

...ჩვენ გვყავს შედგენილი პერსპექტიული ფეხბურთელების სია, რომლებიც უმთავრესად ქვეყნის 17, 19 და 21 წლამდე ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში ირიცხებიან. აუცილებელია ამ ბიჭებს უმაღლეს ლიგაში მუდმივი პრაქტიკა ჰქონდეთ. მუდამ საუბარია იმაზე, თუ სად იკარგებიან ნიჭიერი ჭაბუკები. იკარგებიან იმიტომ, რომ მაღალ დონეზე თამაშის პრაქტიკა აკლიათ. ამიტომაც მიმაჩნია მიზანშეწონილად კლუბებმა ორ-ორი 21 წლამდე ფეხბურთელი ათამაშონ ეროვნული ჩემპიონატის თითოეულ მატჩში. მე დიდხანს ვმუშაობდი კლუბში და მსგავს პრაქტიკას იყენებდნენ აზერბაიჯანში. ამიტომ, თუკი ჩვენი კლუბების მთავარი მწვრთნელები ამ საკითხს გაგებით მოეკიდებიან, ამით ჩვენი ფეხბურთი მხოლოდ მოიგებს. თუკი მოვახერხებთ არსებული რესურსის სწორად გამოყენებას, მხედველობაში მაქვს 50-60 კაციანი სია, რომელიც ძირითადად ჩვენი ასაკობრივი ნაკრების მოთამაშეებისგან შედგება, მჯერა 2020-ის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ვითამაშებთ.