სიახლეები

ოქრიაშვილი ზარანდიამ შეცვალა

გაუზიარე

ბელგიური გენკი, რომლის ღირსებას თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია იცავენ, ამხანაგურ შეხვედრაში მეხელენთან 1:2 დამარცხდა. ჩვენებურთაგან ძირითადში მხოლოდ ოქრიაშვილი იყო, რომელიც საკმაოდ აქტიურობდა და თანაგუნდელები ორჯერ დატოვა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ამ შეტევებს გოლი არ მოჰყოლია. თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ოქრიაშვილი ზარანდიამ შეცვალა, რომელიც კარგად ჩაერთო თამაშში და ერთხელ საკმაოდ სახიფათოდაც დაარტყა, თუმცა ოდნავ არაზუსტად.

შეგახსენებთ, წინა სეზონში გენკის მიზანი ევროპის ლიგაზე თამაში იყო, მაგრამ საბოლოოდ ევროტურნირის მიღმა დარჩა. ოქრიაშვილისა და ზარანდიას გუნდის მთავარი ამოცანა წლეულსაც ევროზონაში მოხვედრა იქნება. ბელგიის პროლიგა სტარტს 24 ივლისს აიღებს და ქართველების გენკი პირველ ტურში ევერლეს უმასპინძლებს. 

პაატა ძნელაძე