სიახლეები

კოლხეთმა მერცხალს გადაუფრინა

გაუზიარე

ახალი სეზონისთვის მზადების ბოლო ეტაპს ფოთის კოლხეთი თურქეთში გაივლის, მანამდე კი ფოთელებმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართეს და ურეკში პირველლიგელი ოზურგეთის მერცხალი 6:4 დაამარცხეს. 

კოლხეთის თავკაცმა ზაზა ინაშვილმა მერცხალის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ძაგანია, კილასონია, აფხაზავა, გოგონაია, ქირია, გურეშიძე, კალაჯიშვილი, ქებურია, კვარაცხელია, პოლულიაკი, ბარამიძე. შეცვლაზე შევიდნენ: ხოფერია, თ. კაკულია, ი. კაკულია, ჩაკვეტაძე, გოროზია, გვალია, ქირია, კუხალეიშვილი, სიჭინავა, ციკოლია, ჯიშკარიანი.

ფოთელთაგან გოლები გაიტანეს: ჯიშკარიანმა (2), ციკოლიამ, კალაჯიშვილმა, სიჭინავამ, ქირიამ. აღსანიშნავია, რომ კოლხეთს დაუბრუნდა ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ჩაკვეტაძე, რომელიც ლატვიურ ვენტსპილსში ცდილობდა კარიერის გაგრძელებას, მაგრამ საბოლოოდ კოლხეთში დარჩა. გორის დილადან კი ფოთელებმა ნახევარმცველი გოჩა კვარაცხელია დაიმატეს.

პაატა ძნელაძე