სიახლეები

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადება

გაუზიარე

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომმა დაადგინა, რომ ასოციაციის კონფერენცია, რომელზეც გაიმართება ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები, ჩატარდება 2015 წლის 15 სექტემბერს.

პრეზიდენტობის კანდიდატებმა განცხადება უნდა შემოიტანონ არაუგვიანეს 1 სექტემბრისა.

სპორტულ ჟურნალისტებს, რომლებიც არ არიან ასოციაციის წევრები და სურთ გაწევრიანება კონფერენიციაში მონაწილეობის მისაღებად, ვთხოვთ, ასევე 1 სექტემბრამდე  გამოაგზავნონ თავიანთი მონაცემები (სახელი-გვარი, დაბადების თარიღი, სამსახურის სახელწოდება, პოზიცია), ფოტოსურათი და პირადობის მოწმობის ასლი ელექტრონულ მისამართზე: [email protected]