სიახლეები

ანანიძე: ისევ სპარტაკი და 49

გაუზიარე

მთელი მოსამზადებელი ეტაპისას ხშირი იყო საუბრები იმაზე, რომ მოსკოვის სპარტაკი იჯარის წესით გაანათხოვრებდა ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ანანიძემ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელზე, დმიტრი ალენიჩევზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მომდევნო სეზონსაც სპარტაკში გაატარებს.

ჯანომ, რომელიც ისევ 49 ნომრით ითამაშებს, ადგილობრივ ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა: "სპარტაკი დიდი გუნდია და მიზნებიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში დაბრუნებით ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ."

რუსული პრემიერლიგა სტარტს 17 ივლისს აიღებს. პირველ ტურში ანანიძე და მისი თანაგუნდელები უფას უმასპინძლებენ. იმედი ვიქონიოთ, რომ ალენიჩევის მწვრთნელობისას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეექმნება. 

პაატა ძნელაძე