სიახლეები

ბაჩოს თასი 2015 [ვიდეო]

სფფ
გაუზიარე

თბილისში მედია ფესტივალი „ბაჩოს თასი 2015“ დასრულდა. შეჯიბრი სპორტის სამ სახეობაში ჩატარდა. მედიის წარომადგენელთა შორის გამართულ ტურნირზე გამარჯვებულები ფეხბურთში, 3X3-ზე კალათბურთში და მაგიდის ჩოგბურთში გამოვლინდნენ.

მედია ფესტივალში ყოფილი და მოქმედი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. საფეხბურთო ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდის წინააღმდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ასევე ვეტერანმა ფეხბურთელებმა ლევან ცქიტიშვილმა და ოთარ ხიზანეიშვილმა ითამაშეს. ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდში იასპარეზა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ.

მედია ფესტივალი „ბაჩოს თასი“ წელს მეხუთედ ჩატარდა და მისი მასპინძელი ახალი სპორტის სასახლე იყო.ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება და გაზეთ „სარბიელის“ სპორტული ჟურნალისტის ბაჩო სვანიძის ხსოვნას ეძღვნება.ფესტივალში მონაწილე ჟურნალისტებმა და ბაჩო სვანიძის მეგობრებმა ორგანიზატორებისგან სპეციალური პრიზები და თასი მიიღეს. ღონისძიებას გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს ოთარ მხეიძეს ეროვნული გუნდის მაისური გადასცა.



ბაჩოს თასი 2015 - ფოტოალბომი

სფფ-ის პრესსამსახური