რეგიონთა თასი - ფინალური შეხვედრები ლაგოდეხის და რუსთავის აკადემიაში ჩატარდა

9 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროექტის- „რეგიონთა თასის” 13-წლამდე და 14-წლამდე გათამაშება დასრულდა.

თბილისის ლოკომოტივის 19-წლამდე გუნდს საქართველოს ჩემპიონის თასი გადაეცა

თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდე გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 19-წლამდე ლიგის ჩემპიონია. 2018 წლის სეზონის გამარჯვებულს, კუთვნილი თასი და მედლები 7 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს.

15-წლამდე და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულებს ფეხბურთის ფედერაციამ უმასპინძლა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ერონული ჩემპიონატის 15-წლამდე ოქროს ლიგის გამარჯვებულს - თბილისის დინამოს უმასპინძლა. ჩემპიონებს კუთვნილი მედლები და თასი ალექსანდრე იაშვილმა და დავით სირაძემ გადასცეს.

19-წლამდელებმა იტალია დაამარცხეს

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა იტალიასთან და 2:1 გაიმარჯვა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები უნგრეთის წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 4-5 დეკემბერს უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მიმდინარე წლის ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

სხვა სიახლეები

ფოტო და ვიდეო