| გუნდი | თ | ქულა | |
| 1 | ზესტაფონი | 3 | 6 |
| 2 | ვიტ ჯორჯია | 3 | 6 |
| 3 | კოლხეთი | 3 | 5 |
| 4 | ოლიმპი | 3 | 4 |
| 5 | დინამო | 3 | 4 |
| 6 | ბაია | 3 | 4 |
| 7 | სპარტაკი | 3 | 4 |
| 8 | სიონი | 3 | 4 |
| 9 | ტორპედო | 3 | 2 |
| 10 | სამტრედია | 3 | 1 |
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე 22 იანვარს, 14 საათზე თელავის საფეხბურთო სკოლას ეწვევიან.
სფფ-ს ხელმძღვანელობა თელავის საფეხბურთო სკოლას უახლეს, უმაღლესი ხარისხის, ევროპული დონის საფეხბურთო ინვენტარს საჩუქრად გადასცემს.
სასაჩუქრე კომპლექტში სხვადასხვა ზომის ბარიერები, დაფები, "ფიშკები”, "საფეხბურთო კიბეები”, "მედიცინ-ბოლები”, მოედნის დასახაზი აპარატები, "მოძრავი კედლები” და ბურთები შედის.
თელავის საფეხბურთო სკოლას 25 წლიანი ისტორია აქვს; მასში 200-მდე ბავშვი ვარჯიშობს, რომელთა ასაკი7 წლიდან 18 წლამდე მერყეობს.
უკანასკნელი 20 წლის მანძილზე სკოლამ, მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს Fუნ Fოოტბალლ –ის პროგრამის ეგიდით მიიღო საფეხბურთო ინვენტარის მცირე ნაწილი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი საფეხბურთო ინვენტარი, კი მართლაც უპრეცენდენტო დახმარებაა თელავის საფეხბურზთო სკოლისათვის.
თელავის საფეხბურთო სკოლას სფფ-ს ხელმძღვანელობასთან ერთად რაიონული მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ დავითაშვილი და კახეთის ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა როსტომაშვილიც ეწვევიან.
სფფ-ს პრესსამსახური



