სფფ-ს საჩუქარი თბილისის ორმა საფეხბურთო სკოლამ მიიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა 31 იანვარს 12 საათზე თენგიზ სულაქველიძის სახელობის საფეხბურთო სკოლას, ხოლო მოგვიანებით 14 საათზე თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლას ეწვევა.

 

სფფ-ს პრეზიდენტი ორივე სკოლას უახლეს, უმაღლესი ხარისხის, ევროპული დონის საფეხბურთო ინვენტარს საჩუქრად გადასცემს. სასაჩუქრე კომპლექტები სკოლების ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე სპეციალურად დაკომპლექტდა.

 

სასაჩუქრე კომპლექტში სხვადასხვა ზომის ბარიერები, დაფები, "ფიშკები”, "საფეხბურთო კიბეები”, "მედიცინ-ბოლები”, მოედნის დასახაზი აპარატები, საფეხბურთო კარებები, ბურთები, საფეხბურთო კედელი, ასევე მწვრთნელთათვის საჭირო სახელმძღვანელო ლიტერატურა შედის.