სიახლეები

კახა ცხადაძე: ინტერის დაშლა ტრაგედია იქნება

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბაქოს ინტერის მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საგულისხმო რამ თქვა. ცხადაძის განცხადებით, ინტერში ფინანსური პრობლემებია და არსებობს გუნდის დაშლის საფრთხე. აქ კლუბის გაუქმებაზე არაა საუბარი. უბრალოდ, არის ალბათობა, რომ ინტერი გვარიანად დასუსტდეს. 

“ჩემი აზრით, ინტერისნაირი გუნდის დაშლა მთლიანად აზერბაიჯანული ფეხბურთისთვის იქნება. ტრაგედია სანამ კლუბს ჯაჰანგირ გაჯიევი ხელმძღვანელობდა, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. ახლა ინტერში ფინანსური პრობლემებია და ახალ ხელმძღვანელობას ვთხოვ, როცა სათავეში მოვლენ, გუნდი არ მიატოვონ. ინტერი ყარაბახთან და ნეფთჩისთან ერთად აზერბაიჯანული ფეხბურთის სახეა~. 

ცხადაძის გუნდი აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალში გავარდა. სტუმრად ნეფთჩისთან 0:2 წააგო, შინ კი 2:1 სძლია. ერთი გოლი ბაჩანა ცხადაძემ მიითვალა. ცხადაძეს გული სწყდება, რომ ინტერში მუშაობის პერიოდში ქვეყნის თასი ვერ მოიგო. 

“გულში ხინჯად დამრჩა, აზერბაიჯანის თასი რომ ვერ მოვიგეთ, თუმცა ნეფთჩი-ყარაბაღიც კარგი ფინალი იქნება. ნახევარფინალის მეორე მატჩში რაც მომენტები შევქმენით, ნახევარ სეზონს ეყოფოდა, მაგრამ ოსტატობა და იღბალი დაგვაკლდა. ისღა დაგვრჩენია, ჩემპიონატში მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ”. – თქვა ცხადაძემ, რომელიც ინტერს კიდევ რამდენიმე მატჩში უთავკაცებს და აზერბაიჯანს დაემშვიდობება. 

ილია ნანობაშვილი