სიახლეები

ლობჟანიძე გააფრთხილეს და წააგო

გაუზიარე

კვიპროსის თასს ნახევარფინალში დაეთხოვა უჩა ლობჟანიძის ნიქოზიის ომონია, რომელმაც პირველი შეხვდრა აპოელთან 0:3 წააგო და, ბუნებრივია, საპასუხო შეხვედრაში შანსები თეორიულიღა ჰქონდა. საბოლოოდ მატჩი 0:0 დასრულდა და ომონია ფინალს მიღმა დარჩა.

ლობჟანიძემ ჩვეულ პოზიციაზე, მარჯვენა მცველად ითამაშა შეუცვლელად და გაფრთხილება მიიღო. მართალია, ომონია თასიდან გამოვარდა, მაგრამ ჩემპიონატში თამაშობს ხეირიანად _ 49 ქულით მე-3 ადგილზეა. ლიდერი კი აპოელია, რომელსაც 54 ქულა აქვს.

პაატა ძნელაძე