სიახლეები

იაგელონია ქართველების გარეშე

გაუზიარე

პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი ფოფხაძის და ნიკა ძალამიძის იაგელონია ბელხატუვს უმასპინძლებს, მაგრამ ეს შეხვედრა ქართველების გარეშე ჩაივლის. ძალამიძე წინა ტურში პოგონთან წაგებულ (0:2) შეხვედრაში დაშავდა და ამიტომ ვერ ითამაშებს ბელხატუვთან. ფოფხაძის უთამაშებლობის მიზეზი კი დისკვალიფიკაციაა.

ამ ეტაპზე იაგელონია 45 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ ლეგიას შვიდი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ორი ტურის შემდეგ პოლონეთის ჩემპიონატში გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად იყოფიან და დაგროვებული ქულები უნახევრდებათ. ამის შემდეგ კი შვიდი ტური ექნებათ სათამაშოდ და იაგელონიას რეალური შანსი უჩნდება, ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლოს.


პაატა ძნელაძე