სიახლეები

კახა მახარაძე გერმანიამ აზიაშიც დაასვენა

გაუზიარე

საქართველოს ნაკრებისა და ტაშკენტის ფახთაქორის ნახევამცველ კახა მახარაძეს ბოლო სანაკრებო მატჩების შემდეგ კლუბში ხეირიანად აღარ უთამაშია. 

ფახთაქორის ქართველი კაპიტანი მალტასთან 25 მარტის ამხანაგური მატჩისას დაშავდა, თუმცა ის შეხვედრა ბოლომდე ჩაამთავრა. ნამტჩევს კი აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელს კუნთის პრობლემა ჰქონდა. საეჭვო იყო მახარაძის გერმანიის ნაკრებთან თამაშიც, თუმცა ფეხბურთელის მამის, მალხაზ მახარაძის თქმით, კახას ტკივილგამაყუჩებლი გაუკეთეს და მოედანზე მაინც გავიდა. მსოფლიოს ჩემპიონებთან 29 მარტის დაპირისპირების შემდეგ კახა მახარაძემ უზბეკეთის ჩემპიონატში სულ რამდენიმე წუთი ითამაშა. 

ჩვენიანი ნახევამცველის დაბრუნებას აზიის ჩემპიონთა თასზე ირანულ ნაფთ თეჰრანთან ელოდნენ, თუმცა, კახა განაცხადშიც არ ყოფილა. შეხვედრა 
ფრედ 1:1 დამთავრდა.   

სამი დღეა კახამ ინდივიდუალური პროგრამით განაახლა ვარჯიში. დღესდღეობით ის ცალკე ტრენაჟორებზე და ცალკეც მოედანზე მსუბუქ დატვირთვას იღებს. მას კუნთი ჰქონდა დაზიანებული. როგორც უზბეკი ექიმები ამბობენ, უზბეკთა ქართველი კაპიტანი სრული ვარჯიშით ვარჯიშს და თამაშს, მომავალი კვირის ბოლოსკენ შეძლებს, _ გვითხრა მალხაზ მახარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კახა მახარაძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი სწორედ მალტასთან 2:0 მოგებულ მატჩში ჰქონდა.

ლუკა თალაკვაძე