სიახლეები

კანკავა ევროპის ლიგის ნახევარფინალშია

გაუზიარე

ჯაბა კანკავა ევროპის ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს. ჯაბას დნიპრომ გუშინ მეოთხედფინალში 1:0 სძლია ბელგიურ ბრიუგეს და რადგან პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა, ნახევარფინალში უკრაინული კლუბი გავიდა. კანკავამ ბელგიელებთან მოგებულ შეხვედრაშიც შეუცვლელად ითამაშა და ტრადიციულად, ბევრი იმუშავა მოედნის ცენტრში. 

პირველ ტაიმში იყო მომენტი, როცა ბრიუგეს ყველაზე სახიფათო ფორვარდი რაფაელოვი ურტყამდა და კანკავამ ააცალა ბურთი, არადა, იდეალური შანსი იყო სტუმართათვის. ბოლო წუთებზე ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო უხეშობისთვის. 

დნიპროს გარდა, ევროპის ლიგის თასისათვის ბრძოლას აგრძელებენ სევილია, ნაპოლი და ფიორენტინა. დღეს წილისყრა გაიმართება. 

ქართველი ფეხბურთელი ევროტურნირების ნახევარფინალში - ბოლო 8 წელია, ასეთი რამ არ მომხდარა.

ილია ნანობაშვილი