სიახლეები

ფედერაციამ ჩემპიონატისა და თასის პრემიები დააწესა

გაუზიარე

გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და ბოლოდროინდელი ცხელ-ცხელი ამბების გარდა, უმაღლესი ლიგისა და ქვეყნის თასის გათამაშების საპრიზო ფონდზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე მხოლოდ სამტრედიელები არ იმყოფებოდნენ. საქმიან შეხვედრაზე, რომელმაც თითქმის სამი საათი გასტანა, გადაწყდა, რომ 2014-2015 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონი პრემიის სახით ფედერაციისგან 250 ათას ლარს მიიღებს, მეოერადგილოსანი 150 ათასი ლარით დაჯილდოვდება, ბრინჯაოს პრიზიორს კი 100 ათასი გადაეცემა. საქართველოს თასის მფლობელი გუნდიც, პირველობის ბრინჯაოს პრიზიორის მსგავსად, ჯილდოდ 100 ათას ლარს მიიღებს. 
 
ლუკა თალაკვაძე