სიახლეები

გოგინაშვილის ჰეთ თრიკი მოლდოვაში და დაჩიას დაკარგული ჩემპიონობა

გაუზიარე

მოლდოვის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაჩიამ, რომლის ღირსებას ქართველი ფორვარდები დავით სირაძე და ჯაბა დვალი იცავენ, მილსამისთან გასვლაზე 1:2 წააგო და ოქროს მედლების მოპოვების მშვენიერი შანსი დაკარგა. სირაძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, დვალი კი მინდორზე არ შეუყვანიათ. ამ მატჩის შემდეგ დაჩიას აქტივში 55 ქულა დარჩა, ამდენივე ქულა დააგროვეს მილსამიმ და შერიფმა, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგით კი პირველი ადგილი მილსამის ერგო. სირაძის და დვალის დაჩია მეორეზე გავიდა. ამის მიუხედავად, კიშინიოველებს მაინც შეუძლიათ სეზონის ბოლოს ტიტულის მოგება: 24 მაისს მოლდოვის თასის ფინალში დაჩია შერიფს დაუპირისპირდება.  

დაჩიას ქართველებისგან განსხვავებით, თავი გამოიჩინა საქსანის გარემარბმა ირაკლი გოგინაშვილმა. საქსანმა კიშინიოვის აკადემიას სტუმრად 4:1 მოუგო, გოგინაშვილმა კი მეტოქის კარი სამჯერ აიღო. საქსანმა ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა, რაც ამ კლუბისთვის კარგი შედეგია. 

რაც შეეხება ირაკლი გოგინაშვილს, ის 21 წლისაა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია. მოლდოვაში კი რუსთავის მეტალურგიდან გადავიდა და უმალ გახდა საქსანის ერთ-ერთი ლიდერი.

პაატა ძნელაძე