სიახლეები

ისრაელის ჩემპიონი შოთა არველაძეს იწვევს

გაუზიარე

შოთა არველაძის მიწვევის შესაძლებლობას ისრაელის ჩემპიონი, თელ ავივის მაკაბი განიხილავს. ამ კლუბის სპორტული დირექტორი ხორდი კრუიფი არველაძეს უკვე ესაუბრა. ხორდი კრუიფი, გეცოდინებათ, ბარსელონასა და ალავესში თამაშობდა. ის ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟი გახლავთ.  

მას შემდეგ, რაც თურქული ქასიმფაშადან წამოვიდა, შოთა უმუშევარია და თავად განაცხადა, რომ რამდენიმე კლუბისგან მიიღო წინადადება, მაგრამ არ ჩქარობს. ერთ-ერთი მსურველი კლუბი ალკმაარი იყო, იყო შემოთავაზებები თურქეთის სუპერლიგის გუნდებიდანაც.   

ჩვენი ინფორმაციით, თავად შოთას დიდად არ ხიბლავს მაკაბიში წასვლის პერსპექტივა და საეჭვოა, უმცროსი კრუიფის წინადადებას დათანხმდეს. 

ილია ნანობაშვილი