სიახლეები

ესპანეთის სათბილისო სია: ბარსელონელების გარეშე

გაუზიარე

როგორც იცით, 29 მაისს თბილისში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფური ტურნირი დაიწყება. გიორგი დევდარიანის ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი იქნებიან. ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის ფინალურ ეტაპზე, რომელიც წლეულს, 6-15 ივლისს საბერძნეთში გაიმართება. 

რამდენად რთული ჯგუფი შეხვდათ ქართველებს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თუმცა ბრძოლა ყველასთან შეიძლება და ამის მაგალითი ბოლო წლებში უჩვენებიათ ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებს. 

ესპანეთმა და პორტუგალიამ უკვე გამოაცხადეს 18-კაციანი შემადგენლობები. ესპანელებით დავიწყოთ და უცნაური, რაც ამ სიაში ჩანს, ისაა, რომ არც ერთი ფეხბურთელი არაა ბარსელონადან.  არადა, ბარსას `ლა მასია~ ხომ განთქმულია ტალანტების სიმრავლით. ეტყობა, კონკრეტულად ამ ასაკში (1996 წელს დაბადებულები) ესპანელთა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ვერ აღმოაჩინა. დე ლა ფუენტე 53 წლის სპეციალისტია, თავის დროზე საკმაოდ კარგი ფეხბურთელი ყოფილა, ბილბაოში თამაშობდა და ესპანეთის ორგზის ჩემპიონია: 1983, 1984.  

მადრიდის რეალიდან ერთი ფეხბურთელია: რეალის ჟუვენილ ა-ს ფორვარდი ბორხა მაიორალი, რომელიც ესპანეთის ამ ფორმაციის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ჩანს. ასევე გამორჩეულნი არიან მარკოს ასენსიო მალიორკადან, ვიქტორ პასტრანა ალკორკონიდან და ალფონსო პედრასა ვილიარელიდან. პედრასამ წლეულს პრიმერა დივიზონში ორი მატჩიც ჩაატარა. რაც შეეხება პაპე შეიხ დიოპს, სენეგალელი საყრდენი გახლავთ და ვიგოს სელტას დუბლებშია.   

მეკარეები: ანტონიო სივიერა (ვალენსია), უნაი სიმონი (ბილბაო)

მცველები: ანტონიო მარინი (ალმერია), ხოსე კარლოსი (ბეტისი), აარონ მარტინი (ესპანიოლი), ბორხა (რასინგი), ხესუს ვალეხო (სარაგოსა), ხორხე მერე (ხიხონი)

ნახევარმცველები: მარკო ასენსიო (მალიორკა), ვიქტორ პასტრანა (ალკორკონი), დანი სებალიოსი (ბეტისი), პაპე შეიხ დიოპი (სელტა), მიკელ მერინო (ოსასუნა), ფედე (რასინგი), ალფონსო პედრასა (ვილიარეალი)

თავდამსხმელები: ბორხა მაიორალი (რეალი), ასიერ ვილალიბრე (ბილბაო), დავიდ კონჩა (რასინგი) 

აქვე, პორტუგალიის 18-კაციან შემადგენლობაზეც. მწვრთნელ ედგარ ბორგესს ორი ლეგიონერიც ჰყავს: მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდული გუნდის მეკარე ჟოელ პერეირა და მონაკოს დუბლების ნახევარმცველი ჟილ დიასი. რა თქმა უნდა, პორტუგალიელთა სიაში სამი გუნდის ფეხბურთელები სჭარბობენ: ბენფიკას, პორტუსა და სპორტინგის. 

მეკარეები: ჟოელ პერეირა (მანჩესტერ იუნაიტედი), ჟოაო კოშტა (პორტუ)

მცველები: პაულუ ენრიკე (სანტა კლარა), ფერნანდო ფონსეკა, დიოგო ვერდასკა (ორივე – პორტუ), რუბენ დიასი, ჟოაო ლიმა (ორივე – ბენფიკა), ჟოაო სერანო, ბრუნო ვილსონი, ჟორჟე სილვა (სამივე – სპორტინგი)

ნახევარმცველები: ჟილსონი, რენატო, პედრო როდრიგესი (სამივე - ბენფიკა), ჟილ დიასი (მონაკო), ანდრე ორტა (სეტუბალი)

თავდამსხმელები: ალეშანდრე სილვა (გიმარაეში), ფლავიო (ბენფიკა), რუბენ მაჩედუ (პორტუ), დალჩიო გომეში (ბელენენსეში), ჟოტა (პაკუშ პერეირა)

თურქებს შემადგენლობა ჯერ არ გამოუცხადებიათ. აქვე, კალენდარს გაგაცნობთ: 

29 მაისი. 

14:00. „მიხეილ მესხი“ (სათადარიგო). პორტუგალია-თურქეთი

17:00. „მიხეილ მესხი“. ესპანეთი-საქართველო

31 მაისი

14:00. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). ესპანეთი-თურქეთი

17:00. „მიხეილ მესხი“. საქართველო-პორტუგალია

2 ივნისი

17:00. „მიხეილ მესხი“ (სათადარიგო). პორტუგალია-ესპანეთი

17:00. „მიხეილ მესხი“. თურქეთი-საქართველო

ილია ნანობაშვილი