სიახლეები

ლევანის სამპდორიასთან თამაში საეჭვოა

გაუზიარე

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ლევან მჭედლიძის ემპოლი ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლ სამპდორიას უმასპინძლებს. საეჭვოა, ამ შეხვედრაში ითამაშოს მასპინძელთა ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ, რომელსაც წელი აწუხებს და ეს დღეებია, მხოლოდ ტრენაჟორებზე ვარჯიშით შემოიფარგლება.

36 ტურის შემდეგ ემპოლის აქტივში 40 ქულაა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა. მჭედლიძემ და მისმა თანაგუნდელებმა კარგა ხანია, გაინაღდეს სერია ა-ში დარჩენა. ბოლო ორ ტურში წარმატებით თამაშის შემთხვევაში კი რამდენიმე პოზიციით შეუძლიათ მდგომარეობის გაუმჯობესება.

რაც შეეხება პირადად მჭედლიძის მონაგარს, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მიმდინარე ჩემპიონატში ორი გოლი გაიტანა, ერთხელ კი თასზე გამოიჩინა თავი. 

ცოტა ხნის წინ ემპოლის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ლევან მჭედლიძე იმ ფეხბურთელებს შორის დაასახელა, რომელთა გუნდიდან წასვლას გამორიცხავს და ქართველი თავდამსხმელი გუნდის ერთ-ერთ საიმედო მოთამაშედ მიიჩნია. 

პაატა ძნელაძე