სიახლეები

ალადაშვილი დააჯარიმეს

გაუზიარე

რუსეთის პირველი დივიზიონის განვლილ ტურში საკმაოდ კარგად ითამაშა ხაბაროვსკის სკა-ენერგიას ქართველმა მარჯვენაფლანგელმა კახა ალადაშვილმა. ხაბაროვსკელებმა შინ კრასნოიარსკის ენისეის 3:1 მოუგეს, ერთი გოლი კი ალადაშვილმა გაიტანა. მაშინ, როდესაც შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ალადაშვილი შეცვალეს, კახამ კი, მსაჯის მითითების მიუხედავად, ტექნიკური ზონა გადაკვეთა, რის გამოც რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა 5000 რუბლით დააჯარიმა. 

32 ტურის შემდეგ სკა-ენერგიას 36 ქულა აქვს, მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა, წესით, ხაბაროვსკელებს გავარდნა არ უნდა დაემუქროთ. ნებისმიერ შემთხვევაში დიდია იმის შანსი, რომ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კახა ალადაშვილმა კლუბი დატოვოს, ისიც შესაძლოა, რომ ევროტურნირის წინ გორის დილას შეუერთდეს.

პაატა ძნელაძე