სიახლეები

სხირტლაძე ორჰუსს გოლით შეეშველა

გაუზიარე

დანიურმა ორჰუსმა ზაფხულში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ნორდსიელანდს 2:2 ეთამაშა. ორჰუსელები ორი ბურთით აგებდნენ და პირველი საპასუხო ბურთი დავით სხირტლაძემ გაიტანა: პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმოში კარგად გაერკვა სიტუაციაში, მეკარე მოატყუა და ზუსტად დაარტყა. 

სხირტლაძე და ორჰუსის ბომბარდირი მათე ვაწაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ვაწაძე შესვენებისას შეცვალეს, ხოლო დავითი 65-ე წუთზე. ისე, გოლი ვაწაძემაც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა.

ორჰუსში სამი ქართველი იყო და ორნიღა დარჩნენ: დავით დევდარიანი გუნდში აღარაა, მას კონტრაქტი დაუმთავრდა. დევდარიანს ტრავმა აწუხებს და თითქმის ერთი წელია, საერთოდ არ უთამაშია. როდის გამოჯანმრთელდება, ამის პასუხს ექიმები ზუსტად ვერ ამბობენ. 

ილია ნანობაშვილი