სიახლეები

ჯერ ფოთი, მერე თურქეთი

გაუზიარე

ფოთის კოლხეთმა გუშინ დაიწყო მზადება მომავალი ჩემპიონატისთვის. ზაზა ინაშვილმა მოთამაშეები ფოთში შეკრიბა და 23 ივლისამდე მათ იქ მოამზადებს, შემდეგ კი გუნდი თურქეთში გაემგზავრება. შეკრებას ფოთის პორტი დააფინანსებს.

თურქეთში გამგზავრებამდე კოლხეთი სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. 12 ივლისს ურეკში ოზურგეთის მერცხალს გაეჯიბრება, 16-ში _ ქობულეთში შუქურას, 22-ში კი თერჯოლის საპოვნელასთან ისპარინგებს. 

რაც შეეხება სატრანსფერო სიახლეებს, გუნდი დატოვეს ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა და ფორვარდმა შოთა ჯიქიამ. პირველი ცხინვალს დაუბრუნდა, მეორე კი გურიაში ითამაშებს. სავარაუდოდ, გურიაში გადავა ცენტრალური მცველი გიორგი ჩადუნელიც. ახალწვეულები კი ფორვარდები არიან: ვიტ ჯორჯიადან დამატებული ლევან კუხალეიშვილი და მამუკა ღონღაძე, რომელის აქტივშიც ლატვიის ჩემპიონის ტიტულია.

პაატა ძნელაძე