სიახლეები

კახი კაჭარავა : რთული თამაში იყო

გაუზიარე

ბოტოშანი კარგი გუნდია. ბოლო წუთამდე დიდი ბრძოლა იყო და დარწმუნებული ვარ ასე იქნება თბილისშიც. არცერთ გუნდს არ ელის ადვილი მატჩი.

როგორ შეაფასებთ საკუთარი გუნდის თამაშს?

ჩემი ფეხბურთელები უკნიდან თამაშბდნენ, ეს დავალება იყო. ბოლო ოცი წუთი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ და შეგვეძლო უფრო მეტი ხიფათიც შეგვექმნა. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ, რადგან სტუმრად შედეგიანი ფრე ვითამაშეთ. ფისქოლოგიურად ადვილი არ იყო ჩემი ფეხბურთელებისთვის ბოტოშანთან მატჩი, რადგან მათ გამოცდილება აკლიათ და ევროპის ლიგაზე პირველად უწევთ თამაში. ბევრი სახიფათო მომენტი ჩვენს კართან იმის გამოც შეიქმნა  რომ ჩემი ფეხბურთელები ნერვიულობდნენ.

ბოტოშანის თამაში თქვენთვის სურპრიზი იყო?

არა, ველოდი რომ ასეთი რთული მატჩი გვექნებოდა. მთავარი პრობლემა რაც ჩემს გუნდს აქვს ეს გამოცდილებაა. ბოტოშანს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, თუმცა ჩემმა ფეხბურთელებმა არაფერი დათმეს. ბოტოშანმა ბევრი მომენტი შექმნა და გაგვიმართლა რომ მეორე გოლი არ გავუშვით, თუმცა ჩემმა ბიჭებმაც კარგად ითამაშეს.

რას ელით მომავალი მატჩიდან?

ეს ფეხბურთია და არავინ იცის რა მოხდება. ეს მატჩი ჩემი ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილებაა და ვეცდებით მომავალ მატჩში თავი უკეთესად წარმოვაჩინოთ.
რუმინელი ჟურნალისტების კითხვას ცხინვალის თავდამსხმელმა, გიორგი ივანიშვილმაც უპასუხა. 

თამაში იყო ძალიან ძნელი, გარდა იმისა რომ ბოტოშანი ძლიერი გუნდია მოედანზეც განსაკუთრებული ატმოსფერო იყო. ჩვენ ცოტა შანსი გვქონდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გოლი გავიტანეთ.