სიახლეები

ჟან ფრანსუა დომერგის ვიზიტი და უეფას „ვორქშოფი“ აკადემიაში

აკადემია
გაუზიარე

17-18 ივნისს თბილისში ჩატარდა  უეფას მიერ ორგანიზებული გამორჩეული ჭაბუკების საფეხბურთო განვითარების პროგრამის ვორქშოფი, რომელშიც მონაწილეობდნენ ამ პროექტში უკვე ჩართული ქვეყნები - საქართველო, მაკედონია, სომხეთი და ასევე ბელარუსი, რომელიც სექტემბერში გახდება ამ პროექტის მეოთხე მონაწილე. 

„ვორქშოფის“ ფარგლებში ჩატარდა როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სესიები, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჟან ფრანსუა დომერგი.   დომერგი ქართული მხარის საქმიანობით კმაყოფილი დარჩა, მისი თქმით, პროგრესი უდავოა.

სფფ-ის პრესსამსახური