სიახლეები

საბურთალომ ლაშა თოთაძე გადაიყვანა

გაუზიარე

საბურთალო დუშეთში შეკრებას აგრძელებს და გუნდს ახალი ფეხბურთელი შეემატა: მცველი ლაშა თოთაძე. ლაშა თბილისის დინამოში თამაშობდა, კაპიტნის სამკლავურიც ეკეთა და წლის ბოლომდე იჯარის წესით გადავიდა საბურთალოში. 

26 წლის თოთაძეს ბევრი კლუბი აქვს გამოცვლილი: გაგრა, კიევის დინამო-2, უნგრული დიორი და ლომბარდ პაპა, გორის დილა, ბათუმის დინამო, ბოლნისის სიონი და ბოლოს, თბილისის დინამო.  

გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი საბურთალო ხვალ გამართავს მორიგ საკონტროლო მატჩს: მეტოქე ცხინვალი იქნება. 

ილია ნანობაშვილი