სიახლეები

კანკავა – რეიმსი: უკვე რეალური

გაუზიარე

ჯაბა კანკავას ფრანგულ რეიმსში გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება. 29 წლის ქართველ ნახევარმცველს კონტრაქტი აკავშირებს დნიპროსთან, თუმცა უკრაინული კლუბი შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. არა მხოლოდ კანკავას, არამედ დუგლასისა და ივან კალინიჩის გაყიდვასაც აპირებს. ერთი ფეხბურთელი (თანაც, როგორი) უკვე გაყიდეს: ევგენი კონოპლიანკა ესპანურ სევილიაში. 

კანკავამ გვითხრა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, დაკონკრეტებას კი ჯერ მოერიდა. ისე კი, უკრაინიდან საფრანგეთში წასვლაზე თანახმაა. ახლა უკვე პირობებზეა საქმე დამოკიდებული. 

რეიმსი საფრანგეთის ექვსგზის ჩემპიონია და ერთ დროს საფრანგეთის ნაკრების საბაზო გუნდი იყო, იქ  თამაშობდნენ დიდებული ფეხბურთელები: რაიმონ კოპა, ჟიუსტ ფონტენი და სხვები. ამჟამად რეიმსი საშუალო დონის კლუბია: საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე-15 ადგილი დაიკავა. 

ილია ნანობაშვილი