სიახლეები

ჟორდანია _ უეფას დელეგატი

გაუზიარე

პოლონურ იაბლონეცსა და დანიური კოპენჰაგენის ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრზე უეფას დელეგატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის უფროსი ბაქარ ჟორდანია იქნება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ვიდეოტო-ბატეს შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციის აკადემის დირექტორი ირაკლი ნაკაიძე არის მიწვეული. 

ბაქარ ჟორდანია და ირაკლი ნაკაიძე ფეხბურთის ფედერაციის გუნდის საკმაოდ გამოცდილი წევრები არიან, უკვე ათ წელიწადზე მეტია ამ სამსახურში გახლავან.  

საინტერესოა, რომ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჟალგირისი _ მალმიოს შეხვედრაზე ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის უფროსი, გუშინდელი იუბილარი დიმიტრი ბოკერია გახლდათ. 

კობა ინასარიძე